Monday, June 12, 2017

კურსის რეფლექსია

      ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო,რომ ტრენინგის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ი.ს.ტ.-ის ინტეგრირებას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
      ყოველი დღე იყო მნიშვნელოვანი, გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას: (ვირტუალური ლაბორატორიები, სწავლის შეფასება ი.ს.ტ.-ის გამოყენებით, პროექტის მომზადება, ბლოგის შექმნა და ა.შ.) ყველა საკითხი იყო აქტუალური,რომელსაც გამოვიყენებთ პრაქტიკაში.
      ყველა თემაზე ტრენერმა ისაუბრა ამომწურავად და საინტერესოდ, ტრენინგი იყო შედეგიანი. დიდი მადლობა ტრენერს პოზიტიური გარემოს შექმნისთვის და საინტერესო ტრენინგებისათვის.

No comments:

Post a Comment